ჩვენს შესახებ

კომპანია „ბათუმი ვილლას“  ბათუმის სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა 2018  წელს, ვითარდება ძალიან სწრაფად და იქმნება სტაბილური, სანდო კომპანია. კომპანიის მფლობელები 10 წლის მანძილზე წარმატებით ახორციელებდნენ  ვილების, თაუნჰაუსებისა და კოტეჯების მშენებლობას თურქეთში, დღემდე  20 პროექტი აქვთ დასრულებული და „ბათუმი ვილას“ უკვე 21-ე პროექტია.


ჩვენი მშენებარე ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების დარგში. გვაქვს ღრმა პრაქტიკული გამოცდილება და ყველა ის აუცილებელი რესურსი, რაც საჭიროა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის. არ ვართ ხელმომჭირნენი მშენებლობის ხარისხში, როგორც სხვა კომპანიები ბათუმში. „ბათუმი ვილლას“-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტატიკური გეგმა ბათუმში. სიამოვნებით გელოდებით თქვენ და მზად ვართ განვიხილოთ და დაგიმტკიცოთ ეს საკითხი  ჩვენს ტექნიკურ გეგმასთან და ინჟინერთან ერთად.  ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ავაშენოთ სახლი, რომელიც არ დაკარგავს თავის ხარისხსა და გამძლეობას დიდი ხნის მანძილზე.


ჩვენი კომპანია წარდგება სხვადასხვა ნიშით ბათუმის უძრავი ქონების დეველოპელურ ბაზარზე. ალბად მარტივად შეამჩნევთ, რომ აქ საცხოვრებელი სახლის, თაუნჰაუსებისა და კოტეჯების   პროექტები საკმაოდ შეზღუდულია. „ბათუმი ვილლას“-ის მიზანია, რომ მცხოვრებლები დაიცვას მაღალი კორპუსების მშენებლობის სტრესული ატმოსფეროსაგან და უზრუნველყოს საკმარისი ფართით, იმისათვის რომ ჰქონდეთ ნამდვილად კარგი მეზობლობა „ბათუმი ვილლას“-ის სხვა მაცხოვრებლებთან. ამ რეგიონში არ არის ნებადართული მაღალი კორპუსების მშენებლობა. მეზობლობას ექნება მეტი დაფასება ახლო მომავალში, ქალაქთან, სავაჭრო ცენტრთან და ფეშენებელურ საცხოვრებელ და სასტუმროს პროექტებთან  სიახლოვის გამო. გარშემო ტერიტორია იქნება მშვიდი და წყნარი, სავსე ბოსტნეულისა და მანდარინის ბაღებით. 


ჩვენი მიმდინარე პროექტი არის უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ ვილა ბათუმის სანაპიროსა და ბულვართან ახლოს ძალიან გონივრულ ფასად. ფასები იზრდება, როგორც მშენებლობა მიდის დასასრულისკენ. როდესაც მშენებლობა სრულად დასრულდება, „ბათუმი ვილლას“-ის ფასი მინიმუმ 40%-ით იქნება გაზრდილი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მიწის ფასები, იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვაშენებთ, უკვე გაზრდილია და აგრძელებს ზრდას.  ფასის ზრდის მთავარი მიზეზი იყო ბათუმის ახალი ბულვარისა და სანაპიროს გახსნა.

  • Facebook Sosyal Simge
  • Batumi Villas
  • Heyecan Sosyal Simge
  • Pinterest Sosyal Simge
  • LinkedIn
  • Google+ Sosyal Simge