Search
  • Batumi Villas

ინვესტიცია ბათუმში (investitsia batumshi)

Updated: Dec 25, 2019

ბათუმი ძალიან სწრაფად ვითარდება, მას ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ამიტომაც გქონდეთ ბინა ბათუმში პრივილეგიაა. გონივრული იქნება ინვესტიციის ჩადება აქ, რადგან საქართველოს ხვა ქალაქებთან შედარებით უკუგება შეგიძლიათ ამოიღოთ გაცილებით მოკლე დროში. უბრალოდ შეიძინეთ ბინა ბათუმში და დაისვენეთ.


საქართველოში უძრავი ქონების შეძენა-დარეგისტრირება მარტივია. არც უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ უნდა იქონიოთ საზღვარგარეთის ვადიანი პასპორტი, გაიაროთ მარტივი პროცედურა იუსტიციის სახლში და ერთ დღეშიც გაიფორმებთ ქონებას, თამამად იტყვით რომ გაქვთ ბინა ბათუმში, ერთ-ერთ მოდურ ქალაქში.


გავიგოთ ცოტა რამ ბათუმის შესახებ: ის შავი ზღვისპირა ქალაქია, მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი და კომერციული ცენტრი. ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით. ტურისტებისთვის აქ მრავალრიცხოვანი გასართობია. ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ. ამიტომაც საკმაოდ კარგი ინვესტიცია იქნება, რომ უბრალოდ იქონიოთ ბინა ბათუმში და მიიღოთ შემოსავალი ტურისტებისგან, ან თავად ისიამოვნოთ და გაერთოთ.


ზოგადად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, თანაც მსოფლიოს 94 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, ხოლო ბათუმი კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღვისპირა ქალაქია, ამიტომაც ტურიზმი და ეკონომიკა აქ დინამიურად ვითარდება. სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას, ვისაც საკმარისი კაპიტალი აქვს და ფიქრობს სად განახორციელოს ინვესტიცია, წაგებული არ დარჩებით, თუ კი გექნებათ ბინა ბათუმში.

5 views
  • Facebook Sosyal Simge
  • Batumi Villas
  • Heyecan Sosyal Simge
  • Pinterest Sosyal Simge
  • LinkedIn