ხშირად  დასმული კითხვები

პროცედურები

რა პროცედურებია გასავლელი ქონების შეძენასთან დაკავშირებით საქართველოში?


1. ხელის მოწერა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის

2. ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადის გადახდა

როდესაც ყიდულობთ მშენებარე სახლს, ხელს აწერთ ორ ხელშეკრულებაზე: ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაზე და მთავარ ხელშეკრულებაზე. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მოიცავს:

კომპანიის ვალდებულება არის რომ გადასცეს სახლი მყიდველს გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეასრულოს ყველა ის პირობა რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით (რემონტი, კედლები, იატაკი, ფანჯრები, კარები, კომუნიკაციის საშუალებები და ა. შ.), ხელი მოაწეროს მთავარ ხელშეკრულებაზე მომავალში.

მყიდველი იუსტიციის სახლში დარეგისტრირდება როგორც მშენებარე სახლის მომავალი მფლობელი.

კომპანია ააშენებს და ჩააბარებს სახლს დროულად. როდესაც ხელი მოეწერება მთავარ ხელშეკრულებაზე, მყიდველი დარეგისტრირდება უკვე როგორც მფლობელი.




უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში სახლის შეძენა?


საქართველოში ქონების შეძენისას არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქეობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ქონების შეძენა, იმის მიუხედავად თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ფლობენ.




რა დოკუმენტაცია არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქონების შესაძენად?


თქვენ უნდა გქონდეთ ვადიანი პასპორტი და ქონების შესაძენად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადასახდელად საკმარისი თანხა.




რა ენაზე ფორმდება ხელშეკრულება?


ხელშეკრულება ფორმდება ორ ენაზე - ქართული და იმ ენაზე, რომელსაც ფლობს მყიდველი. ორივე ასლი იურიდიულად სავალდებულოა, ხელმოწერა ხდება როგორც ხელშეკრულების ორივე მხარის მხრიდან ასევე თარჯიმნის მხრიდან.




რა არის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური?


საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საფასური დამოკიდებულია თუ რა სისწრაფით გსურთ გაფორმება. 4 სამუშაო დღეში - 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში - 150 ლარი, იმავე დღეს - 200 ლარი.




რას გულისხმობს შავი და თეთრი კარკასი?


შავი კარკასის მდგომარეობაში სახლს არ აქვს შიდა ტიხრები, ჩასმული იქნება მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, მთავარი შესასვლელი კარი, ხოლო კომუნალური საშუალებები იქნება მთავარ კარებამდე მიყვანილი. უპირატესობები: შედარებით დაბალი ფასი, განლაგება და დეკორაცია შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით.

თეთრი კარკასი გულისხმობს შემდეგ ინტერიერის დეკორაციას: ფილა, ბათქაში, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, რკინის შესასვლელი კარები, ამოყვანილი შიდა ტიხრები, ასევე გაყვანილი ცენტრალური გათბობა, წყლის მილები, სინათლის სადენები. უპირატესობები: თეთრი კარკასის არჩევისას თქვენ ზოგავთ დროსა და ძალისხმევას შავი სამუშაოების შესასრულებლად.

მოგვწერეთ მეტი ხშირად დასმული კითხვები





info@batumivillas.com    +995 579 325 000

  • Facebook Sosyal Simge
  • Batumi Villas
  • Heyecan Sosyal Simge
  • Pinterest Sosyal Simge
  • LinkedIn